კილის უნივერსიტეტის პროფესორის პრეზენტაცია

12-11-2015
პრეზენტაცია ენერგეტიკის პრობლემების შესახებ

16 ნოემბერს 11:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის კონფერენც–დარბაზში შედგება შეხვედრა გერმანიის ქ. კილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორის, ენერგეტიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის პროფ. რობერტ მანცკესთან, რომელიც წარმოადგენს პრეზენტაციას ენერგეტიკის პრობლემებზე, კერძოდ, ქარის, მზის ენერგიის გამოყენებაზე, კლიმატის პრობლემების კვლევებზე.

შეხვედრის დროს კონკრეტულ მაგალითებზე მოყვანილი იქნება გერმანულ უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამებში თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების საკითხები, აგრეთვე სამეცნიერო კვლევებში მიღებული შედეგები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები