სასწავლო სტიპენდიების პროგრამა

07-05-2010
საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების ფონდის (I.K.Y) სტიპენდიები
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2010-2011 სასწავლო წლისათვის
 
საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების ფონდმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 90-მდე სტიპენდია გამოყო 2010-2011 სასწავლო წლისათვის.
 

სტიპენდიები განკუთვნილი შემდეგი სახის პროგრამებზე სასწავლებლად:

  • ბაკალავრიატის შემდგომი პროგრამები (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, ხოლო სამედიცინო დარგის კანდიდატისა – 45 წელს)
  • მაგისტრატურა (ხანგრძლივობა 1-დან 3 წლამდე)
  • დოქტურანტურა (ხანგრძლივობა 1-დან 4 წლამდე)
  • დოქტურანტურის შემდგომი კვლევებისათვის (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს) (ხანგრძლივობა 6 თვიდან ერთ წლამდე)
  • დიპლომის შემდგომი განათლება შემდეგ დარგებში: ბერძნული ენა, ლიტერატურა, ფილოსოფია, ისტორია და ხელოვნება, რომლებიც განკუთვნილია შესაბამისი დარგის პროფესორებისთვის (აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 55 წელს) (ხანგრძლივობა 6 თვიდან 1 წლამდე)
  • სემინარები ხელოვნების დარგის სპეციალისტებისათვის
  • საკვლევი მასალების მოძიება დოქტორის ხარისხზე მომუშავე პირებისათვის (ხანგრძლივობა 1 წელი)
სასწავლო სფეროები შეზღუდული არ არის და მოიცავს ნებისმიერ პროგრამას, რომელიც ისწავლება საბერძნეთის უნივერსიტეტებში.
კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინონ საქართველოში საბერძნეთის საელჩოში, 2010 წლის 17 მაისამდე.
 
ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების, წარსადგენი დოკუმენტების, კონკურსის პირობების და კრიტერიუმების, სტიპენდიის ოდენობის შესახებ გთხოვთ, იხილოთ დანართის სახით. ასევე დანართის სახით გთხოვთ, იხილოთ საკანდიდატო  და სარეკომენდაციო ფორმები:
 
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.iky.gr/IKY/portal/en/default/CMSENWindow?action=2&uri=/en/foreign-scholarships/postgraduate_studies.html

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები