ფრანგი მეცნიერი სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში

02-11-2015
პარიზის უნივერსიტეტის ქიმიური ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში

2015 წლის 12-19 ოქტომბერს სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრის (CNRS) და პარიზის უნივერსიტეტის (Paris Sud University) ქიმიური ფიზიკის ლაბორატორის (LCP) მეცნიერ-თანამშრომელი, TEMiC  ჯგუფის წევრი, დოქტორი ჰაბილიტანტი, დოქ. კრისტოფ ჰუმბერტი.

განხილულ იქნა პარიზის უნივერსიტეტსა და საქართველო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები, ქიმიური ფიზიკის  ლაბორატორიასა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს შორის არსებული კავშირების (ევროკავშირის პროექტის NANOMAT-EPC) გაღრმავების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანშეწონილობა. 

13 ოქტომბერს  დოქ. კ. ჰუმბერტმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქიმიური ფიზიკის  ლაბორატორის სამეცნიერო კვლევების მიმართულებები, არაწრფივი სპექტროსკოპიის გამოყენების შესაძლებლობები ატომური სტრუქტურებიდან კომპლექსური სისტემების ჩათვლით. ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის, თსუ-ის, ილიაუნის, აგრუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

15 ოქტომბერს დოქ. კ. ჰუმბერტმა მონაწილება მიიღო ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის „ნანო-სენსორული სისტემებით პათოგენური მიკროორგანიზმების დეტექტირების მოდელის შესწავლა-შემუშავება“ ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო სემინარში, თემაზე „ბიო-სტრუქტურების ოპტიკური მახასიათებლების  კვლევის მეთოდები“.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები