სკტ–მმ 2015

03-11-2015
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 
„საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა – 2015 (სკტ–მმ 2015)“

3 ნოემბერს, სტუ-ს ორგანიზატორობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადების 85–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა – 2015 (სკტ–მმ 2015)".

კონფერენციის მიზანია ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში თეორიული და გამოყენებითი კვლევების პერსპექტიულ განვითარებაზე, ასევე ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში მათი პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია:  ქართული , ინგლისური , რუსული .

კონფერენციის მუშაობის მიმართულებები:
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ტექნიკურ სისტემებში მართვის პრობლემები
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება
  • კლასტერული, ღრუბლოვანი, განაწილებული, პარალელური გამოთვლები და მათი საინჟინრო გამოყენებები
  • ენერგეტიკის პრობლემები
  • საინჟინრო ფიზიკა
  • მეცნიერება და რელიგია
კონფერენცია 5 ნოემბერს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები