იულიხის საგრანტო კონკურსი

29-10-2015
სტუ-ს მაგისტრანტების წარმატებები იულიხის საგრანტო კონკურსში

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2015 წლის საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამის ორმა მაგისტრანტმა გაიმარჯვა. 
7 ოქტომბერს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშნულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების  დაჯილდოება გაიმართა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა  და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცეს  და წარმატებები უსურვეს.

საგრანტო კონკურსის  გამარჯვებული გრიგოლ აბულაძე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტია,ხოლო დიტო შერგელაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის   პროგრამის მაგისტრანტი.

მაგისტრანტების ხელმძღვანელები არიან პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი და პროფ. თამაზ ეთერაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და პროფ. ჰელმუტ ზოლტნერი და პროფ. ემანუელ კერტზინგერი (იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი).

მაგისტრანტები ნაშრომს იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 8 თვის  განმავლობაში შეასრულებენ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები