ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი

06-05-2010
მეოთხე  ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
 
 
6 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა სემინარი “მომავალი თანამშრომლობა და აკადემიური ტრეინინგი”. შეხვედრა ჩატარდა მეოთხე  ქართულ-გერმანული სკოლის და სემინარის ფარგლებში (3-7 მაისი), რომლის ორგანიზატორია იულიხის კვლევითი ცენტრი (გერმანია) ქართულ პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთად (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი).
შეხვედრას ესწრებოდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები გერმანიიდან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები,  ასევე, სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ გახსნა.
სტუ-ს რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ოთარ ზუმბურიძემ წარმოადგინა ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი  წარსული, აწმყო და ასევე უმაღლესი სასწავლებლის სამომავლო გეგმები.
ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა წაიკითხეს სამეცნიერო მოხსენებები ფუნდამენტურ მეცნიერებათა შესახებ, მათ ასევე ისაუბრეს იულიხის კვლევით ცენტრსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
 
 
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები