პრეზენტაცია "ჰონკონგი, ჩინეთი - 1997"

26-10-2015
პრეზენტაცია

,,ჰონკონგი, ჩინეთი - 1997“

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება სტუ-სა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივად ორგანიზებული პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება ტექნიკურ უნივერსიტეტში მომზადებულ ნაშრომს "ჰონკონგი, ჩინეთი - 1997".

პრეზენტაცია მიზნად ისახავს საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისათვის ახალი გზების ძიებას, რეალპოლიტიკის გათვალისწინებით.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, აღნიშნული პრობლემით დაინტერესებული მეცნიერები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები