"თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია

22-10-2015
"თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორიის გახსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერისიტეტში

21 ოქტომბერს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის I კორპუსში, თავისივე სახელობის (თეგეტა მოტორსის აუდიტორია) აუდიტორია გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები „თეგეტა მოტორსის“ პრეზიდენტი თემურ კოხოძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სხვა მოწვეული სტუმრები და ოფიციალური პირები.

„თეგეტა მოტორსმა“, ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაარემონტა და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყო მანამდე არსებული 4 აუდიოტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ აუდიტორიად გადაკეთდა. „თეგეტა მოტორსის აუდიტორია“ განკუთვნილი იქნება სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ლექციების, პრაქტიკული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული უნარ–ჩვევების და დარგის განვითარებასა და წინსვლას.

მომავალი წლიდან იგეგმება აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტების წახალისება „თეგეტა მოტორსის“ სახელობის სასწავლო სტიპენდის შემოღებით, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მაღალ რეიტინგული სტუდენტებისთვის გრანტის მინიჭებაში გამოიხატება.

„თეგეტა მოტორსი“ დღეს 300-ზე მეტი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პარტნიორია საქართველოში. რომელიც მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. თეგეტა ჰოლდინგი, რომელსაც წელს 20 წელი შეუსრულდა და წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები