სამუშაო შეხვედრა

03-05-2010
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა 
 
3 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში, ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ. სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.
 
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. სიტყვით გამოვიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  ნოდარ სურგულაძე, აგრეთვე აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კენტ ლოგსდონი; საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექორი გიორგი ხოხობაშვილი; კომერციალიზაციის სამართლის განვითარების პროგრამის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ ტეჯთელი.

ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა 6 მაისს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები