სასწავლო სტიპენდიები

30-04-2010
იაპონიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები უცხოელი სტუდენტებისათვის 2010-2011 წწ.
 
 
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აცხადებს 2010-2011 წწ იაპონიის უნივერსიტეტებში სასწავლებლად სასწავლო სტიპენდიების კონკურსს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის. 
1.       სტიპენდია მკვლევარი სტუდენტებისთვის (Research Students Program)
2.       სტიპენდია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სასწავლებლად (Undergraduate students Program)
იაპონიის მთავრობამ ასევე გამოყო სტიპენდიები, განკუთვნილი იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც იაპონური ენისა და კულტურის სფეროში განათლება მიღებული აქვთ:
1.       მასწავლებლებისათვის (Teacher Training Students) 
2.       იაპონისტიკის (Japanese Studies Students) სტუდენტებისათვის.
 
დეტალური ინფორმაცია თითოეული სტიპენდიის, კონკურსის პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სტიპენდიის, შესარჩევი პროცედურის და  წარმოსადგენი დოკუმენტების (სააპლიკაციო ფორმა, სარეკომენდაციო ფორმა, კვლევისა და სასწავლო გეგმის ფორმა, ჯანმრთელობის ცნობის ფორმა) შესახებ იხილეთ:  http://www.studyjapan.go.jp/en/toj/toj0307e.html#1
 
აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში არაუგვაინეს 11 ივნისისა.
მისამართი: 7დ კრწანისის ქუჩა.
 
საკონტაქტო პირი: თეონა ნაცვლიშვილი
ტელ: 75 21 11

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები