მემორანდუმი კომპანია "ბიბლუსთან"

16-10-2015
მემორანდუმი სტუ-სა და „ბიბლუსს“ შორის

16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფ. ალექსანდრე სიჭინავას ინიციატივით, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია "ბიბლუსს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გამოცემული ნაშრომების ურთიერთხელსაყრელ პირობებში რეალიზაციის შესახებ შეთანხმებას. ამას გარდა, მემორანდუმის ფარგლებში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ბაკალავრები და მაგისტრები გაივლიან პრაქტიკას კომპანია „ბიბლუსში“.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები