საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2015

16-10-2015
საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია
IEC 2015 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“

16 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა მესამე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2015 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. ღონისძიებას ატარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სტუ-ს საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტი, ეკონომიკური განვითარების და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
 
კონფერენციის  პროგრამით გათვალისწინებული  მიმართულებები: 1. ეროვნული ეკონომიკის სექტორების განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთო-გეოლოგია, კავშირგაბმულობა, მშენებლობა, არქიტექტურა,დიზანი, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა და ა.შ.); 2. სოციალური სექტორი (ჯანდაცვა, განათლება, დაზღვევა და ა.შ.) და ეროვნული ეკონომიკის განვითარება; 3. აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები; 4. უძრავი ქონების მართვის თანამედროვე პრობლემები; 5. ტურიზმი - ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი; 6. ბიზნესპროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); თანამედროვე მარკეტინგის უახლესი პრობლემები; 7. საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; 8. ინვესტიციები და ინოვაციები, მათი კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოპარკები; 9. ეკონომიკური თეორიის თანამედროვე პრობლემები; 10. უმაღლესი განათლების თანამედროვე ასპექტები (დაფინანსება, ინტერნაციონალიზაცია, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სხვ.); 11. სამართალი და პოლიტიკა - ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის; 12. ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.
                                                                                                                                                   
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“. 
 
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონფერენცია ორდღიანია და 17 ოქტომბერს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები