ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიში

13-10-2015
ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა

13 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, ექსპერტები, დარგის ინვესტორები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრაზე კახა კალაძემ 2012-2015 წლებში ენერგეტიკული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
   

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები