ბიზნეს მარათონი

02-10-2015
ბიზნეს მარათონი 2015 Hardware Hackathon Iliauni

სექტემბერში საქართველოში პირველად ჩატარდა ბიზნეს მარათონი 2015 Hardware Hackathon Iliauni, სადაც გუნდმა, რომელსაც წარმოადგენდნენ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიხეილ ქანთარია და სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტი დიტო შერგელაშვილი, ასევე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი გიორგი კვინიკაძე, საპრიზო ადგილი დაიკავა (II ადგილი).

2015 Hardware Hackathon Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა. ბიზნეს მარათონი ითვალისწინებს სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და საშუალებას აძლევს კრეატორებს იდეა ბიზნესად და ჰობი - შემოსავლიან საქმედ აქციონ.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე გუნდები (საქართველოს მასშტაბით 25 გუნდი)  ერთმანეთს ინოვაციური და კრეატიული იდეებით ეჯიბრებოდნენ.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.youtube.com/watch?v=-Xpio-n24Ec&feature=youtu.be&t=4h19m30s

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები