EURIE 2016

02-10-2015
ევრაზიის განათლების სამიტი - EURIE 2016

2016 წლის 17-19 თებერვალს, სტამბოლის ჰალიჩის კონგრესის ცენტრში (თურქეთი) გაიმართება „ევრაზიის განათლების სამიტი - EURIE 2016“.

სამიტის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტბი, მეცნიერები და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მიზნად ისახავენ ევრაზიის რეგიონთან თანამშრომლობას, მოაწყობენ სემინარებსა და დებატებს მრგვალი მაგიდის ფორმატში. იგეგმება ასევე განათლების საერთაშორისო გამოფენის მოწყობაც.

სამიტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.eurieeducationsummit.com/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები