ექსკურსიები პირველკურსელი სტუდენტებისთვის

02-10-2015
ექსკურსიები სტუ-ს პირველკურსელი სტუდენტებისათვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 3-4 ოქტომბერს დაგეგმილია ექსკურსიების მოწყობა სტუ-ს ყველა ფაკულტეტის I კურსის დაახლოებით 1 000 სტუდენტისათვის: ბოდბე-სიღნაღის, ანანური-წილკანის, მარტყოფის, ნეკრესის, ყინწვისის, უფლისციხის, ალავერდის, დავით-გარეჯის და მცხეთა-შიომღვიმის მიმართულებით.
 
სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ საქართველოს სხვადასხვა ისტორიული მხარეები და თავისუფალი დრო გამოიყენონ ნაყოფიერად. ექსკურსიების მოწყობა ტექნიკურ უნივერსიტეტში  ტრადიციული ხასიათისაა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებს. პროექტის ფარგლებში ექსკურსიები მოეწყობა ოქტომბრის თვის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას.
 
ექსკურსიებში, ისევე, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის ნებისმიერ ღონისძიებაში, მონაწილეობა უფასოა (ტრანსპორტირება + კვება).
 
დაინტერესებულმა სტუდენტებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საფაკულტეტო სტუდენტურ თვითმმართველობას ან დარეკეთ ტელ: 236 51 29

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები