აქცია-კონცერტი “მე ვარ სტუდენტი”

28-09-2015
“მე ვარ სტუდენტი”

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა აქცია-კონცერტი, სახელწოდებით: “მე ვარ სტუდენტი”.

ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლებთან და ჯგუფებთან ერთად, კონცერტში ნიაზ დიასამიძემაც მიიღო მონაწილეობა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიულოცეს. ღოსნისძიებას სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები