ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

22-04-2010
20 აპრილს სტუ-სტუდენტთა 78-ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის  ოფიციალური ღონისძიება
და სტუ-სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართ
 
 
 
20 აპრილს 16:00 საათზე სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში  სტუ-ს სტუდენტთა 78-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება და სტუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართა.
 
კონფერენცია სტუ-ს რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმს გახსნა. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და დამსწრე პროფესურას სიტყვით მიესალმნენ: სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებისა და სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები.
 
 
კონფერენცია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება (20 აპრილი - 20 მაისი).
კონფერენციის I ეტაპი 20 აპრილიდან 8 მაისამდე ჩატარდება, II ეტაპი - 18,19,20 მაისს.
 
კონფერენციის I ეტაპში მონაწილეობას ღებულობს შესაბამისი წესით დარეგისტრირებული ყველა სტუდენტი (ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები).
 
კონფერენციის II ეტაპზე მონაწილეობას ღებულობენ ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ I ეტაპს: ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის მაქსიმუმ 10, პროფესიული სწავლების - 7, მაგისტრატურის - 5 და დოქტორანტურის - 3 სტუდენტი.
 
კონფერენციის II ეტაპზე თითოეულ სექციაში გამოვლინდებიან კონფერენციის გამარჯვებულები: ერთი I, ერთი II და ერთი III ადგილის მფლობელი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით.
 
სტუ-ს სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა წარიმართება 28 სხვადასხვა დარგობრივი სექციის მიხედვით: საინჟინრო მექანიკის; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის; ჰიდროსაინჟინრო; ტელეკომუნიკაციის; თბო და ჰიდრო ენერგეტიკის; ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის; საინჟინრო გეოდეზიის; სამთო ტექნოლოგიის; გეოლოგიის; ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის); არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის; კომპიუტერული ინჟინერიის; საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის; ორგანიზაციული მართვის; ფიზიკის; მათემატიკის; მანქანათმშენებლობის; სატრანსპორტო; საგზაო; საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის; საზოგადოებრივი მეცნიერებების; უცხო ენების და კომუნიკაციის; ეკონომიკის და ბიზნესის მართვის; სამართლის; თეოლოგიის.
 
სტუ-ს სტუდენტთა 78-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
 
კონფერენციას ორგანიზებას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.
 
 
 
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება, სტუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთ.№323, ტელ.: 36-53-51, 8-91-19-17-25

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები