ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება

21-04-2010
 “DocsVision” კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
 
 
2010 წლის მარტში “DocsVision” კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს “DocsVision” ბიზნეს–პროცესებისა და დოკუმენტების მართვის სისტემის შესწავლას. ხელშეკრულების ფარგლებში, სასწავლო - სადემონსტრაციო მიზნებისათვის, სტუ - ს “DocsVision” აქტუალური ვერსია ანაზღაურების გარეშე გადაეცემა.
 
“DocsVision” სწავლება იწარმოებს ჰუმანიტარულ - სოციალური ფაკულტეტის ფინანსების, საბანკო საქმის და დაზღვევის მიმართულებაზე. ახალი სასწავლო წლიდან 100 სტუდენტი დაიწყებს  “DocsVision” შესწავლას დისციპლინებში: „საინფორმაციო ტექნოლოგიები“ და „ბიზნეს პროცესების მოდელირების საფუძვლები“. სასწავლო კურსში გათვალისწინებულია თეორია - 8 სთ, პრაქტიკა - 8 სთ, ასევე საკურსო და სადიპლომო ნამუშევრების შესრულება.
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები