კონკურსი ტემპუსის №544191 პროექტის ფარგლებში

15-09-2015
განცხადება

ცხადდება კონკურსი ტემპუსის №544191 პროექტის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად. 

კონკურსის ჩატარების პირობების გაცნობა შესაძლებელია სტუ-ს საიტზე ან პროფ. ალექსანდრე ედიბერიძესთან
(IX კორპუსის II სართულზე, ოთახი 212, ტელ. 237 27 40, 593 30 37 50, e-mail: aedib@gtu.ge).

კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირებმა  CV ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინონ შემდეგ ორ ელექტრონულ მისამართზე: 

ტემპუსის პროექტის კოორდნატორს ჟან–ნოელ პაშუს (jean-noel.pachoud@ac-grenoble.fr)

პროექტის პრომოუტერს ანტონიო და სილვას (asdias@isesp.pt). 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20.09.2015.
სტუ-ს ადმინისტრაცია

ტემპუსის №544191 პროექტის კონკურსში მონაწილეს  მოეთხოვება:

მოთხოვნილი გამოცდილება, ცოდნა და კომპეტენციები:
– საქართველოში სწავლების პროცესის პრაქტიკული ცოდნა
– სოციალურ–ეკონომიკურ–საგანმანათლებლო პროექტის მართვა ან კოორდინაცია
– ბოლონიის პროცესის ცოდნა
– ანალიზის, სინთეზის, მართვის, კომუნიკაციის და რედაქტირების უნარი
– მოტივირება
– ოფისის ბიუროს საშუალებების  და ინტერნეტის ფლობა
სასურველი უნარების ფლობა:
– საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების  კონცეფცია
– საერთაშორისო ფინანსების საკითხების ცოდნა
– საერთაშორისო პროექტის მართვა
– პროფესიული გამოცდილება ტურიზმში სასტუმრო მეურნეობის სფეროში
– ტურიზმში სასტუმრო მეურნეობის სფეროში სწავლების გამოცდილება
– პროექტის ბიუჯეტის მენეჯმენტის ცოდნა
– ინტერკულტურული პრაქტიკა და გუნდური მუშაობა
– პროექტის მენეჯმენტი და ახალი სასწავლო პროგრამების დამუშავება
– ღონისძიებების ორგანიზაცია
– გარე და შიდა აუდიტი
– პედაგოგიური კოლექტივის კოორდინაცია
– სასწავლო პროგრამების რედაქტირება
– ხარისხის მენეჯმენტი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები