DAAD წარმომადგენლები სტუ–ში

16-04-2010
გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის
(DAAD) წარმომადგენლები სტუ–ში
 
 
 
15 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) წარმომადგენელს საქართველოში, კერძოდ, ტექნიკურ უნივერისტეტში, ტანია გრისჰამერს და აღნიშნული სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ გებჰარდ როილს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები.
 
 რექტორი სტუმრებს ესაუბრა ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული   სამეცნიერო და პედაგოგიური  საქმიანობის შესახებ.  მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საინჟინრო სპეციალობებით დაინტერესებამ იმატა, რის გამოც გაიზარდა მისაღები კონტინგენტი.
 
DAAD-ის წარმომადგენლების წინადადებას ტექნიკურ სპეციალობებზე გერმანული ენის სწავლების  საათების რაოდენობის გაზრდის შესახებ რექტორი გაგებით შეხვდა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები