საუბრები მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან

15-04-2010
განახლდა საუბრები მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან
 
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან საუბრების ტრადიცია გრძელდება. 14 აპრილს გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში გამართულ მორიგ შეხვედრაზე მეუფემ სტუდენტებთან საუბარი გააგრძელა თემაზე -„საქართველო და ევროპული ინტეგრაცია“. მან დაწვრილებით გააცნო ახალგაზრდებს საქართველოს მეფეების ურთიერთობები როგორც რომის, ასევე ბიზანტიის იმპერიასთან. მან ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად საქართველოს უდიდესი მეფის  ფარსმან მეორის( ქველის) მოღვაწეობა მოიყვანა. როგორც ცნობილია, I საუკუნეში იბერთა მეფეს რომის იმპერატორმა პატივისცემისა და ორ ქვეყანას შორის  მეგობრობის ნიშნად, მოქანდაკეებს რომში ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლი დაადგმევინა.  
დასასრულ, მიტროპოლიტმა სტუდენტთა მიერ თემასთან დაკავშირებით  დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები