დასაქმების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

03-09-2015
დასაქმების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით იწყება დასაქმების პროგრამა.

სტუდენტები დასაქმდებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა ანაზღაურებად პოზიციებზე სასწავლო გრაფიკთან შეთავსებით.

დასაქმების მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 7-დან 20 სექტემბრამდე. რეგისტრაციისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს.

მისამართი: 
კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #268
ტელ.: 2 36 53 45

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები