"მომავალი თბილისი დღეს 2015"

03-09-2015
საერთაშორისო არქიტექტურული სტუდენტური კონკურსი
“მომავალი თბილისი დღეს 2015“

თბილისის განვითარების ფონდმა, მერიის მხარდაჭერით, „Peter Moennig“ ფონდთან და „Tbilisi International Rotary Club“-თან ერთად, გამოაცხადა 2015 წლის საერთაშორისო არქიტექტურული სტუდენტური კონკურსი „მომავალი თბილისი დღეს 2015“.

კონკურსის მიზანია თბილისის არქიტექტურისა და დედაქალაქის განვითარებაში აქტიურად ჩაერთონ სტუდენტები, რომელთაც საშუალება ეძლევათ საკუთარი იდეები საინტერესოდ წარმოაჩინონ და არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში შექმნან  ინოვაციური და არტისტული პროექტები.

კონკურსში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ორი მიმართულებიდან ერთ-ერთი შეარჩიონ: საზოგადოებრივი (საჯარო) სივრცის კონცეფციის შექმნა (მოედანი, ქუჩა, პარკი, სკვერი და სხვა)  და გაუქმებული/მიტოვებული, ნანგრევი ან მთლიანად დანგრეული ადგილის  განვითარების ხედვა (მაგ. ძველი საწარმოო შენობები, უფუნქციო შენობა-ნაგებობები, ნანგრევები, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი ისტორული ან/და კულტურული შენობები/ძეგლები და სხვა).

საკონკურსო წინადადებები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან - 9 ნოემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე,  ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში, მისამართზე: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N 48, მეორე სართული. 

17-18 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და თბილისის მერიის ხელშეწყობით, დაინტერესებული სტუდენტებისათვის მოეწყობა ვორქშოპი, გარკვეულ სტადიამდე დამუშავებული პროექტებისთვის მიმართულებების დაზუსტების მიზნით. ვორკშოპში მონაწილეობის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სტუდენტებმა წინასწარ უნდა დაარეგისტრირონ აღნიშნული პროექტების თაობაზე ინფორმაცია თბილისის განვითარების ფონდში, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: info@tdf.ge  

კონკურსის შედეგების გამოცხადება და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოხდება 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, საუკეთესო პროექტების წარმოდგენით.

საკონკურსო პირობები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის განვითარების ფონდის ვებგვერდზე: http://www.tdf.ge/images/kallyas_images/docs/Konkurs01092015/PeterMoennigFund.pdf

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები