დოქტორანტურაში სწავლების მსურველთა საყურადღებოდ!

07-08-2015
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2015/2016 სასწავლო წელს სადოქტორო პროგრამებზე  კონკურსის წესით 
ჩარიცხვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015/2016 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 15 ივლისის №1628 დადგენილებისა და სტუ-ს რექტორის 2015 წლის 6 აგვისტოს №149 ბრძანების თანახმად:
• დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება  2015 წლის 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებში;
• გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 14 სექტემბერს 10:00 საათიდან. სტუ-ს საგამოცდო ცენტრში, სტუ-ს I კორპუსი, კოსტავას ქ. 68  I სართული. საპრეტენზიო განცხადებების მიღება და მათი განხილვა იმავე დღეს, გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 14 სექტემბერს;
• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებთან შედგება 2015 წლის 15  სექტემბერს 12:00 საათიდან;
• საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2015 წლის 15 სექტემბრიდან 16 სექტემბრის 13:00 საათამდე, მათი განხილვა 16 სექტემბერს 14:00 საათიდან; საბოლოო შედეგები გამოცხადდება ა. წ. 17 სექტემბერს;
• დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ  დებულების შესაბამისად;
• ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2015 წლის 18 სექტემბერს.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

       დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის   მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მისი ასლი;
3. პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CDდისკი;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

საჭიროების შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებულია, წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ. 
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.    
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებულ განცხადებას დანარჩენ საბუთებთან ერთად აბარებს სტუ-ს კანცელარიას.                        
 
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.  დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან.

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩრიცხვის მსურველი უნდა ფლობდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში.

სოციალური მეცნიერებების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

აგრარული ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

აგრარული ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვს უცხოენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვება.
სატყეო საქმის, საგზაო ინჟინერიის, მეცხოველეობის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) სტუ-ს საგამოცდო ცენტრში.     

სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური და რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ და რუსულ ენებში სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

საგზაო ინჟინერია: გამოცდის შედეგები ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული), რომელიც ჩატარდება საუნივერსიტეტო ტესტირების ცენტრში.

სამხედრო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა   საფაკულტეტო დროებით კომისიასთან გასაუბრების დროს უნდა შესძლონ ერთ-ერთ უცხო ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)  ტექსტის წაკითხვა და თარგმნა სამხედრო საინჟინრო ან სამხედრო ტექნიკურ დარგში.
მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).  

დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთ) საბანკო დღეში უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს ერთი წლის სწავლის საფასურის - 2250 ლარის მინიმუმ ერთი მეოთხედი. 

დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.

ის პირები, რომლებიც ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება    ცნობილი.

სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით

I. სამშენებლო ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: მშენებლობა (ინჟინერიის დოქტორი მშენებლობაში)
2.სადოქტორო პროგრამა: ჰიდროინჟინერია (ინჟინერიის დოქტორი მშენებლობაში)
3.სადოქტორო პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა ხელოვნური ნაგებობები (ინჟინერიის დოქტორი)                                                           
4.სადოქტორო პროგრამა: სამხედრო ინჟინერია (სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი )
5.სადოქტორო პროგრამა: წყლის ინჟინერია (ქართულენოვანი) (გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების დოქტორი)
6.სადოქტორო პროგრამა: წყლის ინჟინერია (რუსულენოვანი)(გარემოს ინჟინერიისა და 
                                                   უსაფრთხოების დოქტორი)
7.სადოქტორო პროგრამა: წყლის ინჟინერია (ინგლისურენოვანი)(გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების დოქტორი)

II. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის  ფაკულტეტი
1.სადოქტორო პროგრამა: ტელეკომუნიკაცია (ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ტელეკომუნიკაციაში)
2.სადოქტორო პროგრამა: ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია (ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორი)

III. სამთო - გეოლოგიური  ფაკულტეტი
1.სადოქტორო პროგრამა: გეოლოგია (გეოლოგიის დოქტორი)
2.სადოქტორო პროგრამა: სამთო ტექნოლოგიები (ინჟინერიის დოქტორი)
3.სადოქტორო პროგრამა: ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (სამთო და გეოინჟინერიის დოქტორი)
4.სადოქტორო პროგრამა: უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება (ინჟინერიის დოქტორი)
5.სადოქტორო პროგრამა: სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტი (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი)
6.სადოქტორო პროგრამა: საინჟინრო გეოდეზია (ინჟინერიის დოქტორი)

IV.  ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი
1.სადოქტორო პროგრამა: ქიმია (ქიმიის  დოქტორი)
2.სადოქტორო პროგრამა: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია (ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი)
3.სადოქტორო პროგრამა: მეტალურგია (ინჟინერიის დოქტორი მეტალურგიაში)
4.სადოქტორო პროგრამა: მასალათმცოდნეობა (ინჟინერიის დოქტორი მასალათმცოდნეობაში)

V.   სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
1.სადოქტორო პროგრამა: მანქანათმცოდნეობა, მანქანათმშენებლობა და საწარმოო ტექნოლოგიური პროცესები     (მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დოქტორი)
2.სადოქტორო პროგრამა: ტრანსპორტი (ინჟინერიის დოქტორი ტრანსპორტში)
3.სადოქტორო პროგრამა: ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტი (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი)
4.სადოქტორო პროგრამა: საგზაო ინჟინერია (ინჟინერიის დოქტორი)

VI.  არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის  ფაკულტეტი
1.სადოქტორო პროგრამა: არქიტექტურა (არქიტექტურის დოქტორი)
2.სადოქტორო პროგრამა: არქიტექტურათმცოდნეობა (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი)  

VII. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი)
2.სადოქტორო პროგრამა: ფინანსები (ფინანსების დოქტორი)
3.სადოქტორო პროგრამა: საჯარო მმართველობა (საჯარო მმართველობის დოქტორი)
4.სადოქტორო პროგრამა: მასობრივი კომუნიკაცია (სოციალური მეცნიერებების დოქტორი მასობრივ კომუნიკაციაში)
5.სადოქტორო პროგრამა: სოციალური მეცნიერებები (სოციალური მეცნიერებების  დოქტორი) 
6.სადოქტორო პროგრამა: არქეოლოგია (არქეოლოგიის დოქტორი)
7.სადოქტორო პროგრამა: ეკონომიკა (ეკონომიკის დოქტორი)
8.სადოქტორო პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები (საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი)

V III. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
1.სადოქტორო პროგრამა: ინფორმატიკა (ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში)
2.სადოქტორო პროგრამა: მათემატიკა (მათემატიკის დოქტორი)
3.სადოქტორო პროგრამა: საინჟინრო ფიზიკა (დოქტორის აკადემიური ხარისხი საინჟინრო ფიზიკაში)
4.სადოქტორო პროგრამა: მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი (ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის და მართვის სისტემების დოქტორი)                                                                                                                              
IX.  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
1.სადოქტორო პროგრამა: აგრარული ტექნოლოგიები (აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი აგრონომიაში)
2.სადოქტორო პროგრამა: სასურსათო ტექნოლოგია (სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი)
3.სადოქტორო პროგრამა: მეცხოველეობა (აგრარულ  მეცნიერებათა დოქტორი)
4.სადოქტორო პროგრამა: სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია (აგროინჟინერიის დოქტორი )
5.სადოქტორო პროგრამა: სატყეო საქმე  (აგრარულ  მეცნიერებათა დოქტორი სატყეო საქმეში)
6.  სადოქტორო პროგრამა: აგრარული ეკონომიკა (ეკონომიკის დოქტორი)

სწავლების დეპარტამენტი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები