შვეიცარიის სამთავრობო სტიპენდიები 2016-2017

06-08-2015
შვეიცარიის სამთავრობო სტიპენდიები 2016-2017 სასწავლო წლისთვის

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიების პროგრამას 2016-2017 სასწავლო წლისთვის.

შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობებისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.sbfi.admin.ch/themen/01366/01380/02593/02664/index.html?lang=en

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატმა ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე უნდა გადააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
tif.vertretung@eda.admin.ch

• რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ (სამეცნიერო, სადოქტორო ან პოსტ- დოქტორანტურა)
• სამოტივაციო წერილი
• აქტუალური და სრული ბიოგრაფია

ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ, საქართველოში შვეიცარიის საელჩო კანდიდატს განაცხადისათვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს გადაუგზავნის.

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა - 2015 წლის 13 ნოემბერი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები