ალ-ხვარაზმის 29-ე საერთაშორისო კონკურსი

05-08-2015
მოჰამად იბნ მუსა ალ-ხვარაზმის სახელობის 29-ე საერთაშორისო კონკურსი

2016 წლის თებერვალში, ქ. თეირანში (ირანის ისლამური რეპუბლიკა) გაიმართება შუასაუკუნეების ცნობილი ირანელი მათემატიკოსისა და ასტრონომის მოჰამად იბნ მუსა ალ-ხვარაზმის სახელობის, რიგით 29-ე საერთაშორისო კონკურსი (Khwarizmi International Award - KIA).

ყოველწლიური კონკურსის ორგანიზატორია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ორგანიზაცია (IROST).

სამეცნიერო მიმართულებები:
• კოსმოსი
• საინფორმაციო ტექნოლოგიები
• ფუნდამენტალური მეცნიერებები
• ნანოტექნოლოგიები
• ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვა და ფუნდამენტალური სამედიცინო მეცნიერებები
• სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი რესურსები, მეცხოველეობა და ვეტერინარია
• სამშენებლო
• ელექტრონიკა და კომპიუტერი
• მედიცინა
• ქიმიური ტექნოლოგიები
• მექანიკა
• მექატრონიკა
• სამრეწველო და ტექნოლოგიური პროცესების მენეჯმენტი
• მასალები და მეტალურგია

კატეგორიები
• გამოყენებითი კვლევები
• კვლევა და განვითარება
• ფუნდამენტალური კვლევები
• გამოგონებები და ინოვაციები

მნიშვნელოვანი თარიღები
• 2015 წლის10 ნოემბერი - განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა
• 2016 წლის მესამე კვირა - ლაურეატების გამოცხადება
• 2016 წლის თებერვცლის მეორე ნახევარი - დაჯილდოების ცერემონია

დეტალური ინფორმაციისათვის:
E-mail: Khwarizmi@irost.ir
http://www.irost.org/kia/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები