მინისტრის ვიზიტი

01-04-2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია 
 
პირველ აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა სტუ-ს ინფრასტრუქტურა და უმაღლეს სასწავლებელში  სამინისტროს დაფინანსებით განხორციელებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
 
დიმიტრი შაშკინი აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრებს, ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრი გაეცნო ბოლო ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ჩატარებული სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების შედეგებსა და სტუ-ში შექმნილი სასწავლო პროცესის მართვის მონიტორინგის სისტემას. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სტუ-ს ბაზაზე ტექნოლოგიური პარკის შექმნის საკითხი განიხილეს.
 
შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისთვის სატრანსპორტო ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების კათედრის სრულ პროფესორს, ვაჟა მენთეშაშვილს, აკადემიური საბჭოს მიერ მინიჭებული ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადასცა.
 
აგრეთვე, მინისტრმა მოინახულა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის კვლევითი ცენტრი, რომელსაც კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციისა და ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების საბჭოს წევრი ზვიად კოვზირიძე ხელმძღვანელობს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები