ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

31-03-2010
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა” და
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის
 
31 მარტს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”  გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებისა და პრობლემური ტექნიკური საკითხების გადაჭრის გზების ერთობლივ დასახვას; ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ერთობლივი პროექტების შემუშავებას; შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადებას;  მემორანდუმის თანახმად, კომპანია უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვასა და მოდერნიზებას,. ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული სტუდენტების კომპანიაში სტაჟირებას.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები