კონკურსი ინოვაციებისთვის ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაში

17-07-2015
კონკურსი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში არსებული ინოვაციებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) აცხადებს კონკურსს ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროებში წარმატებული და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად.

გამარჯვებული გამოგონებებისთვის უზრუნველყოფილი იქნება:
▶საპატენტო განაცხადის შევსება და პატენტირების ხარჯების დაფარვა;
▶შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს:
➊ გამოგონების მარკეტინგს;
➋ საქართველოსა და აშშ-ში კომპანიის მოძიებას, რომელიც გამოგონების წარმოებით და ლიცენზიის მოპოვებით იქნება დაინტერესებული;
➌ აღნიშნულ კომპანიას, გამომგონებლებსა და TCO-ს შორის სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებას.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 სექტემბერი, 20:00 საათი.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მონაწილეობის პირობებს გაეცანით ბმულზე: http://goo.gl/x0igJT

საკონტაქტო პირი:
თათია ბრეგვაძე, TCO-ს ადმინისტრაციული ასისტენტი
ტელ.: 2 29 39 85

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები