მარტ საარმას საჯარო ლექცია

14-07-2015
საჯარო ლექცია 
„ევროპული კვლევის საბჭოს მხარდაჭერა მეცნიერების განვითარების საქმეში“

18 ივლისს, 16:00 სთ., შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია „ევროპული კვლევის საბჭოს მხარდაჭერა მეცნიერების განვითარების საქმეში“ ("ERC supporting Excellence in science"). ლექციას წაიკითხავს ევროპული კვლევის საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტი მარტ საარმა.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ სამეცნიერო დარგში მომუშავე ვიცე-რექტორებს, ასევე, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და  კვლევითი ინსტიტუტების/ცენტრების ხელმძღვანელებს.

ლექცია გაგრძელდება 45 წთ. დამატებით, 15 წუთი დაეთმობა კითხვა-პასუხს.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა, 16 ივლისის 16:00 საათამდე, უნდა გააგზავნონ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია:

1) სახელი, გვარი
2) ელ. ფოსტა, ტელეფონი
3) ორგანიზაცია (უნივერსიტეტი/კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი)
4) თანამდებობა

ელ.ფოსტა:
publiclecturesrnsf@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები