განათლების რეგიონალური გამოფენა

10-07-2015
განათლების რეგიონალური გამოფენა

16-20 ნოემბერს საქართველოს ხუთ ქალაქში (რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი) პირველი „განათლების რეგიონალური გამოფენა“ ჩატარდება.
ძირითად ფოკუს ჯგუფს წარმოადგენენ დასახელებულ და ახლომდებარე ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მცხოვრები მე-12 კლასელები, რაც ჯამში 19 500 ადამიანს შეადგენს.
გამოფენის ორგანიზატორია შედარებით ახალი ორგანიზაცია „კავშირი განათლების განვითარებისათვის“, რომელიც აერთიანებს პროექტებისა და ივენთების გამოცდილ მენეჯერებს განათლების სფეროდან.
გამოფენაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 სექტემბერი, გამოფენაზე დასასწრები ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (15 ადგილი).

დამატებითი ინფორმაციისათვის:

საკონტაქტო პირი:
ნინო გორგაძე, პროექტის მენეჯერი
ტელ.: 577 59 26 26  
ელ.ფოსტა: registration@u4ed.ge

www.u4ed.ge  
https://www.facebook.com/u4ed.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები