„ჰორიზონტი 2020“-ის კინკურსი

18-06-2015
„ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსი

„კლიმატური ცვლილებებითა და სტიქიით განპირობებული უბედურებებთან გამკლავება:
საზოგადოების დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფა, კლიმატურ ცვლილებთან ადაპტირება“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გაცნობებთ, რომ „ჰორიზონტი 2020“ აცხადებს კონკურსს „კლიმატური ცვლილებებითა და სტიქიით განპირობებული უბედურებებთან გამკლავება: საზოგადოების დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფა, კლიმატურ ცვლილებთან ადაპტირება“. კონკურისის მთლიანი ბიუჯეტი 82 330 000 ევროა. საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 აგვისტო, 17:00 საათი (ბრიუსელის დროით). კონკურსი ითვალისწინებს შემდეგ ინდივიდუალურ თემებში მონაწილეობას:

1.კრიზისების მართვა: არსებული და ახალი მიდგომები, ზომები და ტექნოლოგიები ამინდისა და კლიმატის ექსტერმალური გაუარესების საპასუხოდ. http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1080-drs-01-2015.html

2.კრიზისების მართვა: დიდი მასშტაბის კატასტროფებისა და კრიზისების მართვის სადემონსტრაციო აქტივობა, ევროკავშირის საგარეო აქტივების მედეგობა იდენტიფიცირებული მთავარი საფრთხეებისა და კრიზისის გამომწვევი  მიზეზების მიმართ. 
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1081-drs-03-2015.html

3.კრიზისების მართვა: სტანდარტიზაციის შესაძლებლობების გამოყენება მზარდ კატასტროფებთან გასამკლავებლად.
 http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1082-drs-06-2015.html


4.კატასტროფების გამკლავება და კლიმატური ცვლილებები:  მეცნიერება და ინოვაცია კლიმატურ ცვილებებთან ადაპტირებისთვის: ხარჯების, რისკების, შესაძლებლობების შეფასება, საპასუხო ქმედებებისა და პრაქტიკის დემონსტრირება.
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1083-drs-09-2015.html 

5.კატასტროფებთან გამკლავება და კლიმატური ცვლილებები:  სტიქიური უბედურებები: ეროვნულ და ევროპულ დონეზე რისკის შემცირებისკენ მიმართული სამეცნიერო და ინოვაციური გეგმები. http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1084-drs-10-2015.html

6.კატასტროფებთან გამკლავება და კლიმატური ცვლილებები:  სტიქიური უბედურებებისა და კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შემსუბუქება კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიებზე, სტრუქტურებსა და არტეფაქტებზე.
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1085-drs-11-2015.html

7.კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა:  კრიტიკული ინფრასტრუქტურის „ჭკვიანი ელექტროსისტემის“  (smart grid)  დაცვა და „ჭკვიანი მრიცხველების“ (smart meters) მედეგობა არსებული საფრთხის მიმართ.
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1086-drs-12-2015.html

8. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა: ნაგებობების ადაპტირების, ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და დიზაინის ინსტრუმენტების გამოყენების სადემონსტრაციო აქტივობა  ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით განპირობებული კატასტროფების დროს.
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1087-drs-13-2015.html

9.კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა: კრიტიკული ინფრასტრუქტურის მედეგობის ინდიკატორი - მედეგობის შეფასების ანალიზი და მეთოდების შემუშავება.
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/1088-drs-14-2015.html

10.კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა: პოტენციურად საფრთხის შემცველი და სენსიტიური ადგილების/არეების დაცვა მათი მრავალსექტორულობის გათვალისწინებით (2 თემა).
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/9067-drs-15-2015.html

11.ეთიკური/სოციალური განზომილება: მესამე ქვეყნებში კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ევროპის უსაფრთხოებაზე (2 თემა).
http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/20051-drs-22-2015.html

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები