საჯარო პრეზენტაცია

12-06-2015
„უკუ დენის იმპულსური კვების წყაროს“ საჯარო პრეზენტაცია

26 ივნისს, 11:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრში (1 კორპუსში, აუდ. #725ბ), შედგება ნაპერწკალურ პლაზმური შეცხობის/სინთეზის (SPS) მოწყობილობის „უკუ დენის იმპულსური კვების წყაროს“ საჯარო პრეზენტაცია. კვების წყაროს შეძენა შესაძლებელი გახდა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, „თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად“ გამარჯვების შედეგად მიღებული #41/03 გრანტის საშუალებით. 

უკუ დენის იმპულსური კვების წყარო, High Frequency Switch Rectifier 10000A/24V, დამზადებულია ჩინური კომპანია Foshan Jiechuang Technology Co., LTD მიერ, ჩვენს მიერ შემუშავებული ტექნიკური მონაცემების მიხედვით. კვების წყარო უზრუნველყოფს 10000A და 24V მქონე სხვადასხვა ტიპის: მუდმივი, მუდმივი იმპულსური და ცვლადი იმპულსური დენის მაქსიმალური მნიშვნელობის მიღებას. იმპულსისა და პაუზის მინიმალური სიგანე შესაძლებელია მივიღოთ 1 მლწმ სიდიდის.აღნიშნული კვების წყაროს გამოყენება ჩვენს მიერ შექმნილ SPS მოწყობილობაში იძლევა საშუალებას მისი ფუნქციონირების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა ტიპის კომპოზიციური მასალები, განსხვავებული რეჟიმებით, 2 500oC მეტ ტემპერატურაზეც კი ძალზე მცირე დროში.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები