სტუ-ს დოქტორანტის მსოფლიო წარმატება

11-06-2015
სტუ-ს დოქტორანტის მსოფლიო წარმატება

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები, რომლის გამოკვეთილი ლიდერი და პირველ დაფაზე მოასპარეზე ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტია, ჩინეთში გამართულ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიდან სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, სალომე მელიას, ნინო ბაციაშვილს და მერი არაბიძეს და მის ხელმძღვანელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს ყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები და რომ ერთი-ერთი სფერო, რომელშიც ქართველი ერი განსაკუთრებით წარმატებულია, ეს ჭადრაკია.
   

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები