კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი 2015

10-06-2015
კომპიუტერული გრაფიკის (CG) ფესტივალი 2015

14 ივნისს, 12:00 სთ, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონში გაიხსნება კომპიუტერული გრაფიკის (CG) ფესტივალი 2015. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო დღეების ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა. დისკუსიაში განხილული იქნება კომპანია მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები.

ფესტივალი ასევე, ითვალისწინებს თემატურ გამოფენებს, სტუდენტურ კონკურსებსა და კონფერენციებს.
კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი 20 ივნისს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები