დასუფთავების აქცია

10-06-2015
„თბილისი 2015“

დასუფთავების აქცია

9 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, მოეწყო დიღმის ოლიმპიურ სოფელში საცურაო აუზის, ფრენბურთის დარბაზის, მძლეოსნობის და ტანვარჯიშის არენის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია. 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ „თბილისი 2015“ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები