ჰორიზონტი 2020-ის კონკურსი

05-06-2015
კონკურსი
„განათლების მეცნიერებისა და კარიერის მომხიბვლელობის უზრუნველყოფა ახალგაზრდებში“

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი „განათლების მეცნიერებისა და კარიერის მომხიბვლელობის უზრუნველყოფა ახალგაზრდებში“ („Call for making science education and careers attractive for young people“).
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში კრეატიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ასევე ინოვაციური მეცნიერების განათლების ხელშეწყობა, რათა დღევანდელმა და მომავალმა მოქალაქეებმა შეძლონ უფრო აქტიური როლი ითამაშონ კვლევისა და ინოვაციის პროცესში, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩაერთონ დემოკრატიულ, ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოების შექმნა-გამყარების პროცესში. ამ მიზნის მიღწევის ერთ ერთი საშუალებას კი ახალგაზრდებში STEM-ის მიმართულებით არსებულ დისციპლინებში დაინტერესების გაზრდა წარმოადგენს.
აღნიშნული კონკურსში საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 16 სექტემბერი, ბრიუსელის დროით 17:00 სთ. 

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/2426-seac-1-2015.html

საკონტაქტო პირი:
ნათია გაბიტაშვილი, ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული კოორდინატორი
ტელ.: +995 599 970051
          +995 577 097800
ელ.ფოსტა: ngabitashvili@mes.gov.ge
                     ngabitashvili@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები