ISO ტრეინინგი „მეტროლოგია ქიმიაში“

05-06-2015
ISO ტრეინინგი „მეტროლოგია ქიმიაში“

9-11 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდება ტრეინინგი „მეტროლოგია ქიმიაში“. ტრეინინგს ატარებს ევროკავშირის ორგანიზაცია - ერთობლივი კვლევითი ცენტრი. ტრეინინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპული ხედვის განვითარებას წევრ ქვეყნებში და იმ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ სამომავლო პერსპექტივა, გახდნენ ევროკავშირის წევრები.
ტრეინინგის კურსი ფინანსდება ევროკაშირის მიერ. ის მიზნად ისახავს, დაეხმაროს ლაბორატორიების ხარისხის მენეჯერებსა და სპეციალისტებს, ეფექტურად და ორგანიზებულად განახორციელონ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ტექნიკური მოთხოვნები ლაბორატორიებში.
სტანდარტის ტექნიკური მოთხოვნების ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანია  როგორც მათთვის, ვინც ახორციელებს ქიმიურ და ბიოლოგიურ ანალიტიკურ გაზომვებს, ასევე მათთვისაც, ვინც აწარმოებს ტექნიკურ აუდიტს აღნიშნულ სფეროში.
ISO ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება ქიმიური და ბიოლოგიური გაზომვების თავისებურებები და გამოწვევები, რომელიც დგას საქართველოს წინაშე საერთაშორისო ბაზარზე დაფუძნებისათვის. ტრეინინგი ითვალისწინებს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სპეციალისტთა პროფესიონალურ მომზადებას და მოცემული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები