საიუბილეო სხდომა

26-02-2010
საიუბილეო სხდომა
 
 
26 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ რევაზ ფარცხალაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.  შეხვედრას დაესწრნენ ბატონი რევაზის კოლეგები, ნათესავები, მეგობრები და მისი ყოფილი სტუდენტები. საღამო სტუ-ის რექტორმა პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან ვრცლად ისაუბრა ღვაწლმოსილი პროფესორის როგორც პედაგოგიურ, ასევე, სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. გამომსვლელებმა ბატონი რეზოს ის ადამიანური ღირსებები და ფასეულობები მოიგონეს რომელიც მუდამ თან სდევდა და ამშვენებდა  მის ლამაზ სიცოცხლეს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები