83-ე სტუდენტური კონფერენციის ჟიურის სამუშაო ინსტრუქცია

28-05-2015
სტუ-ს 83-ე  სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების ჟიურის სამუშაო ინსტრუქცია, დანართები და ოქმი

სტუ-ს 83-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თითოეული სექციის ჟიური ხელმძღვანელობს შემდეგი ინსტრუქციით:

1. ჟიურის თითოეული წევრი ავსებს დანართ #1-ს ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით;
2. ჟიურის წევრების შეფასების - დანართი #1-ების საფუძველზე, სექციის მიერ დგება დანართი #2  სამ ეგზემპლარად (ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სადაც მიეთითება სექციის მონაწილე ყველა მომხსენებლის მონაცემები და მათი ჯამური შეფასება (ჟიურის თითოეული წევრის შეფასების ჯამური საშუალო არითმეტიკული);
3. დანართი #2-ების საფუძველზე დგება დანართი #3 ერთ ეგზემპლარად, სადაც მიეთითება სწავლების თითოეული საფეხურის მიხედვით გამარჯვებული (I, II, III ადგილი) სტუდენტების მონაცემები;
4. დანართი #3-ის საფუძველზე დგება საბოლოო ოქმი ერთ ეგზემპლარად.
კონფერენციის შესაბამისი სექციის ჩატარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, დანართი #2 სწავლების საფეხურების მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), დანართი #3 და სხდომის ოქმი თითო-თითო ეგზემპლარად (შესაბამისი ხელმოწერებით) წარმოდგენილ უნდა იქნას სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთ.#242ბ; ტელ.: 2365351; შიდა - 6820).

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელი ამავდროულად არის ჟიურის წევრი, იგი არ აფსებს მისი ხელმძღვანელობით წარმოდგენილ მომხსნენებელს. ამ ნაშრომთან/მომხსენებელთან მიმართებაში მისი შეფასების ნაცვლად დაფიქსირდება დანარჩენი ჟიურის წევრების შეფასების ჯამური საშუალო არითმეტიკული.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები