„პოეზიის გაზაფხული 2015“

20-05-2015
„პოეზიის გაზაფხული 2015“

20 მაისს ლიტვური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაცია ესტუმრა. 
ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის  ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში „პოეზიის გაზაფხული 2015“ ჩატარდა, სადაც რამდენიმე პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა ლიტვურ და ქართულ ენებზე.
ასევე, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის კაუნასის კოლეჯთან (kauno kolegija). მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი და აკადემიური პროექტების განხორციელებას, მათ შორის პრაქტიკული სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას; სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და კაუნასის კოლეჯის დირექტორმა მინდაუგას მისიუნასმა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის ლორეტა გრაუჟინიენის პატრონაჟითა და ლიტვური კულტურისა და ენის ცენტრის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები