ჭადრაკის ჩემპიონატი

24-02-2010
ჭადრაკის ჩემპიონატი სტუ-ში
 
 
13-16 თებერვალს ”სტუ-ს სუდენტური მოძრაობის” ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით სტუ-ში გაიმართა ჭადრაკის ჩემპიონატი გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელშიც სტუ-ს 250-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.
გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება  VI კორპუსში გაიმრთა. გამარჯვებულებს (I, II, III ადგილი) გადაეცათ თასები, მედლები და ჭადრაკის სრული კომპლექტი.
სტუ-ს ჭადრაკის ტურნირს საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას უწევდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
 
სტუ-ს ჭადრაკის ჩემიონატის გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
 
I ადგილი - ლევან ბუჩუკური  (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი)
 
II ადგილი - ბებური სულაბერიძე (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი)
 
III ადგილი - აკაკი ლადარია (სამშენებლო ფაკულტეტი)
 
 
სტუ-ს ჭადრაკის ჩემიონატის გამარჯვებულები გოგონათა შორის:
 
I ადგილი - თამუნა მათნაძე (სამშენებლო ფაკულტეტი)
 
II ადგილი - სალომე სირბილაძე (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი)
 
III ადგილი  - სოფო დარჯანია (ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი)
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები