სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები ჩინეთში

15-05-2015
პეკინის ქიმიური მრეწველობის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა

პეკინის ქიმიური მრეწველობის უნივერსიტეტი (ჩინეთი) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების სწავლის, სარეგისტრაციო, ლაბორატორიული კვლევების, სტაჟირების გადასახადებს და ასევე, ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს. სტუდენტებს ეძლევათ სამედიცინო დაზღვევაც წელიწადში 800 იუანის ოდენობით.

სტიპენდიის ოდენობა თვეში:
• მაგისტრტურა - 3000 იუანი
• დოქტორანტურა - 3500 იუანი

სწავლის ხანგრძლივობა - 3 წელი.

სწავლების ენა - ინგლისური ან ჩინური. დოქტორანტურაში ჩინურად სწავლისათვის სტუდენტებს, ასევე, ეძლევათ ერთწლიანი სტიპენდია ჩინური ენის შესწავლისათვის პროგრამის დაწყებამდე.

სათანადო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადაა: 15.05.15. ორიგინალების გაგაზავნა შესაძლებელია მოგვიანებით.
დეტალური ინფორმაციისათვის იხიელთ: http://www.buct.edu.cn/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები