მემორანდუმი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან

13-05-2015
მემორანდუმი სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის

13 მაისს საქართელოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა მემორანდუმი სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რელიგიათა მეცნიერულ შესწავლასა და ამ კუთხით, სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო-აკადემიურ და საექსპერტო პროექტების ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციისა და სააგენტოს წარმომადგენლები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები