პრეზენტაცია

20-02-2010
პროექტის პრეზენტაცია
 
”ბიზნეს-პროექტების მართვის ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაცია”
 
 

19 თებერვალს სტუ-ს ინფორმატიკის ფაკულტეტის ”მართვის ავტომატიზებული სისტემების” კათედრის ასოც. პროფ., ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ეკატერინე თურქიამ წარმოადგინა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ”ბიზნეს-პროექტების მართვის ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაცია” რეალიზებული სისტემისა და მონოგრაფიის პრეზენტაცია.

პროექტის თემატიკა და მასში ასახული სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულების მქონე საკითხები ეხება ორგანიზაციულ სისტემებში ბიზნეს-პროექტების მართვის სისტემის პრობლემების კვლევას, მათ ანალიზს და პროექტირებას, ეფექტურ რეალიზაციას ბიზნეს-პროცესების მართვის ინტელექტუალური სისტემების უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე.
შემოთავაზებული პრობლემები და ამოცანები წლების განმავლობაში მუშავდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანიის ნიურნბერგ-ერლანგენისა და ბაიროითის უნივერსიტეტებში.
შეიქმნა ბიზნეს-პროექტების მართვის ინტეგრირებული ავტომატიზებული სისტემა, ორდონიანი არქიტექტურით (ბიზნეს-პროექტის ტექნოლოგიური პროცესის მართვა და საკადრო რესურსის შეფასების ტექნოლოგიური პროცესის მართვა) .NET პლატფორმაზე (c# დაპროგრამების ენა), MSSQL მონაცემთა ბაზის სერვერით.
პროგრამული პროდუქტი განხორციელებულია პროექტების მართვისთვის შემუშავებული მსოფლიო საპროექტო სტანდარტის -  PMBOK (Project Management Body of Knowledge) მიხედვით.
სისტემის დანერგვა შესაძლებელს გახდის საპროექტო რისკების გაანალიზებას, არსებული ორგანიზაციული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას, საპროექტო გეგმის შესრულების კონტროლს, ასევე ფაქტობრივი მონაცემების გაანალიზებასა და მომავალში მის შემდგომ გამოყენებას მსგავსი პროექტების მართვისას.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა მონოგრაფია ”ბიზნეს-პროექტების მართვის ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაცია”.
გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები