ჩეხი სტუმრები

17-02-2010
17 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს
პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის  წარმომადგენლები სტუმრობდნენ
 
 
17 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის  წარმომადგენლებს შეხვდა.
პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის გამგესთან, პროფ. იან ბოჩანთან და მის ასისტენტთან, იაკობ კონაპასთან  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა არქიტექტურულ სწავლებაში ევროპული განათლების გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ევროპული სტანდარტებით მომზადება.
დაიგეგმა პროექტის განხორციელება, რომელიც ერთობლივი ნამუშევრების კატალოგის გამოცემას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფინანსურ მხარეს ჩეხები მთლიანად უზრუნველყოფენ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები