კონფერენცია სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე

27-04-2015
სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარებული პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
23-24 აპრილს საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’.



კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფ. ლევან კლიმიაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფ. ნოდარ ფოფორაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ანზორ აბშილავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. თამარ წუწუნავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი რევაზ კვატაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი არჩილ მაღალაშვილი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით შენგელია, სამთო-ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ნიკო ჩიხრაძე, სტუ-ს სრული პროფესორი ოთარ დუდაური.

 
კონფერენცია სამ პლენარულ სხდომად ჩატარდა, მოსმენილი იქნა 21 მოხსენება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  როგორც კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, ასევე სახელმწიფო გეოლოგიის დეპარტამენტისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა:
•    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
•    საქართველოს ეროვნული აკადემია;
•    სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი;
•    ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი;
•    ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი;
•    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ;
•    გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;
•    კომპანია შპს ,,კავკასიის სამთო ჯგუფი“;
•    კომპანია „ IDS   ბორჯომი საქართველო“.

კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა სპეციალისტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა. შვიდმა მათგანმა მოხსენებაც გააკეთა.
კონფერენციის მიმართულებებია:
•    გეოლოგიური სამსახურების საქმიანობა;
•    საქართველოს მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში;
•    გარემოს ბუნებრივი საფრთხეები და გეოეკოლოგია;
•    ქვეყნის მინერალურ-რესურსული ბაზის მდგომარეობა;
•    საკანონმდებლო საკითხები ,,კანონი წიაღის შესახებ’’.

კონფერენციის მონაწილეებმა დავით შენგელიამ, ოთარ დუდაურმა, ვაჟა ნადირაძემ, არჩილ მაღალაშვილმა და ნოდარ ფოფორაძემ დახურვისას შეაჯამეს პლენარული სხდომის მუშაობის შედეგები.

მიღებულია რეკომენდაციები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.







 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები