ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა 2015

27-04-2015
ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა 2015

ვარშავის ეკონომიკის სკოლა (პოლონეთი) და მისი სტუდენტური კავშირი ორგანიზებას უკეთებს ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამას 2015. 

ვარშავის ეკონომიკის სკოლა ევროპული მენეჯმენტის სკოლებისა და საერთაშორისო კომპანიების საზოგადოების წევრია და რანჟირებულია, როგორც პოლონეთის საუკეთესო უნივერსიტეტი.

საზაფხულო პროგრამა ორკვირიანია და 2015 წლის 28 ივნისს - 10 ივლისს ჩატარდება.

პროგრამის თემატიკა ეხება ბიზნესის კონკურენტული უპირატესობის შექმნას ცენტრალური ევროპის ბაზარზე. პროგრამის მონაწილეებს ლექციებს წაუკითხავენ აღნიშნული უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები. სამუშაო ენა ინგლისურია. 

შევსებული სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადა: 22.05.2015.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.sgh.waw.pl/SUW.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები