რუმინეთის მთავრობის სასწავლო გრანტები

13-02-2010
რუმინეთის მთავრობის სასწავლო გრანტები
2010-2011 წწ.
 
რუმინეთის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2010-2011 სასწავლო წლისთვის  გამოყო სტიპენდია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. რუმინეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული  სტიპენდია მოიცავს რუმინეთში სწავლის გადასახადს და  ცხოვრების ხარჯს. პირად  და საერთაშორისო მგზავრობის  ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.
რუმინული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რუმინულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ შემოთავაზებულ სტიპენდიებზე სწავლა  მხოლოდ რუმინულ ენაზე იქნება. რუმინული ენის არ მცოდნე სტიპენდიის მოპოვების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ წლიანი რუმინული ენის შემსწავლელი კურსების გავლის.
 
პრიორიტეტული სპეციალობებია: პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები, განათლება, რუმინული კულტურა და ცივილიზაცია, ჟურნალისტიკა, ტექნიკური მეცნიერებები, ზეთისა და გაზის წარმოება, სოფლის მეურნეობა, მედიცინა (ვეტერინარია), არქიტექტურა, ხელოვნება. სხვა სპეციალობების მქონე აპლიკანტთა განაცხადებიც იქნება განხილული.
 
სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
1.   სააპლიკაციო ფორმა ( იხილეთ დანართი)
2.  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
3.  მოკლე ავტობიოგრაფია (CV)
4.  ატესტატის, ბაკალავრის ან მაგისტრის  დიპლომის  და დანართის (ნიშნების ფურცელის)   დამოწმებული ასლი
5. 4 ფოტოსურათი
6. დაბადების მოწმობის და თარგმანის დამოწმებული ასლი
7. პასპორტის დამოწმებული ასლი
 
აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ  2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ხოლო მეორე ეგზემპლიარი ნოტარიული დამოწმების გარეშე. თუ დასახელებული დოკუმენტაცია არ არის რუმინულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე საჭიროა თარგმანის ნოტარიულად დამოწმება.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ- გვერდს: www.mae.ro
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2010 წლის 26 მარტამდე.
 
საკონტაქტო პირები:
თამარ მერაბიშვილი-  უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო
ნინო სვანაძე -   უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო
ტელ: 8 32 43 88 79; 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები